2. პროექტის მთავარი იდეა: სასწავლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და ჩაიწერენ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ლექსებსა და მათ ბიოგრაფიებს.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ამ პროექტის ფარგლებში განუვითარდებათ კვლევის, ძიების, სოციალური, კომუნიკაციური უნარები. აგრეთვე მსჯელობისა და შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარი.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ ამა თუ იმ პიროვნებას. გაიგებენ, რომ დღესაც იქმნება ხალხში ლექსები, რომლებიც შეიძლება მომავალში ქართული ფოლკლორის საკუთრება გახდეს.
5. მონაწილეთა ასაკი: IX, XI, XII კლასები.
6. ვადები: 6 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგი: თხზულება სათაურით „ჩემი სოფლის ხალხური მარგალიტები“.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: კალმები, რვეულები, ციფრული ფოტო და ვიდეო აპარატი, კომპიუტერი და ინტერნეტი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მივლენ ლექსების ავტორებთან ან იმ ოჯახებში, რომლის წევრებიც წერდნენ ლექსებს. ჩაიწერენ ლექსებსა და ბიოგრაფიებს. შეგროვილ მასალას გაუკეთებენ კომენტარებსა და შეფასებას, გააერთიანებენ ტექსტებსა და კომენტარებს ერთ თხზულებად მასწავლებელთან თანამშრომლობით, აკრეფენ კომპიუტერზე, დაურთავენ მუშაობის პროცესში გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას. მოამზადებენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია – ისაუბრებენ სოფლის ისტორიის შესახებ. გეოგრაფია – ისაუბრებენ სოფლის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, ისტ – აკრეფენ ტექსტს, მოამზადებენ და ჩაატარებენ პრეზენტაციას, განათავსებენ ინტერნეტსივრცეში.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თეა ელიაშვილი
No comments:
Post a Comment