Monday, May 5, 2014

დღე 9

 ჩვენი ტრენინგიც დასრულდა... ბევრი საინტერესო და , რაც მთავარია, საჭირო რამ  ვისწავლეთ. გარემო საოცრად მეგობრული და სასიამოვნო იყო, ამისთვის, პირველ რიგში, ნათიას მადლობა.
 მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, ალბათ, ყოველი ჩვენგანი გააგრძელებს  ამის შემდეგ საკუთარ ბლოგზე მუშაობას. ყველას, ვინც ჩემთან ერთად გაიარა ტრენინგი, წარმატებებს ვუსურვებ. იმედია, კიდევ შევხვდებით.

დღე 8

არაჩვეულებრივი და ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, როგორც ყოველთვის.უკვე დავასრულეთ გეგმები პროექტისა და საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

Wednesday, April 30, 2014

დღე 6

კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგდღე გავიდა.ჩემთვის, იმ უამრავ აქტივობათაგან, რაზეც ვიმუშავეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შეფასების რუბრიკების გაცნობა, ჩანართებში ინფორმაციის შეტანა და საოფისე პროგრამებში კომენტარების გაკეთება იყო.ასეთი  კომენტირება აუცილებლად დამეხმარება შემდეგში, როგორც მასწავლებელს, მოსწავლეთა ნაშრომის შემოწმებასა და შეფასების გაკეთებაში. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას ტრენერს!!!!

Saturday, April 26, 2014

დღე 5

დღეს საინტერესო იყო შეფასების მონახაზში ჩვენთვის საჭირო შეფასებებისა და აქტივობების გადატანა...ვიდეოების გადატანა youtybe-დან და ციტირებულ დოკუმენტზე მუშაობა.
მოსწავლის ნიმუშის შექმნა.
კარგი დღე იყო, საინტერესო და მნიშვნელოვანი....ბევრი რამ ვისწავლეთ.

ვაჟას "გველისმჭამელი"


ინტეგრირებული ღონისძიება - ქართული და გეოგრაფია


მომავლის კლასი


Friday, April 18, 2014


დღე  4

ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ზოგად და თემატურ კითხვებზე მუშაობა და აზრთა გაზიარება, COOCL DOK- ში  კიდევ ერთხელ მუშაობა პრეზენტაციის გაკეთება და კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო?!!!!ყველა დღე ძალიან საინტერესო და დატვირთულია, თუმცა არა დამღლელი. მადლობა ტრენერს! 

Wednesday, April 16, 2014

დღე 3

ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო მაინც დოკუმენტის გაზიარება აღმოჩნდა.ვიმუშავე პროექტის გეგმაზეც....ესეც კარგი იყო. ჩვენი ნათიას ენერგია ამოუწურავია. დიდი მადლობა მას გაწეული მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნისთვის!

Monday, April 14, 2014

დღე 2

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს დღე იმიტომ, რომ  ვნახე ინტელის კედლის გაზეთისა და ბროშურების შაბლონები.ვისწავლე, როგორ გავაკეთო თვითონ ასეთი ბროშურა, გავაკეთე ,ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი ბროშურა და ვიმუშავე ფოსტაში, რათა გადამეგზავნა ტრენერისთვის ეს ბროშურა.

Saturday, April 12, 2014

დღე 1

     საინტერესო დღე გამოდგა პირველივე დღე.ვნახე ვიდეო, რომელიც ინტელის მიერ იყო მომზადებული, გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს და შევქმენი მომავალი ტრენინგდღეებისთვის საჭირო ელექტრონული საქაღალდეები. მომეწონა და ძალიან დავინტერესდი.