Monday, May 5, 2014

დღე 9

 ჩვენი ტრენინგიც დასრულდა... ბევრი საინტერესო და , რაც მთავარია, საჭირო რამ  ვისწავლეთ. გარემო საოცრად მეგობრული და სასიამოვნო იყო, ამისთვის, პირველ რიგში, ნათიას მადლობა.
 მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, ალბათ, ყოველი ჩვენგანი გააგრძელებს  ამის შემდეგ საკუთარ ბლოგზე მუშაობას. ყველას, ვინც ჩემთან ერთად გაიარა ტრენინგი, წარმატებებს ვუსურვებ. იმედია, კიდევ შევხვდებით.

დღე 8

არაჩვეულებრივი და ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, როგორც ყოველთვის.უკვე დავასრულეთ გეგმები პროექტისა და საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

Wednesday, April 30, 2014

დღე 6

კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგდღე გავიდა.ჩემთვის, იმ უამრავ აქტივობათაგან, რაზეც ვიმუშავეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შეფასების რუბრიკების გაცნობა, ჩანართებში ინფორმაციის შეტანა და საოფისე პროგრამებში კომენტარების გაკეთება იყო.ასეთი  კომენტირება აუცილებლად დამეხმარება შემდეგში, როგორც მასწავლებელს, მოსწავლეთა ნაშრომის შემოწმებასა და შეფასების გაკეთებაში. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას ტრენერს!!!!

Saturday, April 26, 2014

დღე 5

დღეს საინტერესო იყო შეფასების მონახაზში ჩვენთვის საჭირო შეფასებებისა და აქტივობების გადატანა...ვიდეოების გადატანა youtybe-დან და ციტირებულ დოკუმენტზე მუშაობა.
მოსწავლის ნიმუშის შექმნა.
კარგი დღე იყო, საინტერესო და მნიშვნელოვანი....ბევრი რამ ვისწავლეთ.

ვაჟას "გველისმჭამელი"


ინტეგრირებული ღონისძიება - ქართული და გეოგრაფია